თურქეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, სტამბოლში ადამიანის გატაცების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე და კიდევ ორი, ეთნიკურად სირიელი პირი, სტამბოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მათ ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცება ედებათ ბრალად.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სტამბოლში, საქართველოს საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა, თუმცა საკონსულოსთვის ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულო ინფორმაცია ცნობილია. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა საქართველოს დაკავებული მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები