აჭარაში მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია – ვიდეო

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული მამია ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამია ა-მ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში, ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, 1975 წელს დაბადებულ ლექსო ზ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამია ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში წყალტუბოში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები