მაია ნიკოლეიშვილი: გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კუჭავას ფეხზე დაზიანება სიცოცხლეში აქვს მიყენებული

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე საათიანი მიკროსკოპული გამოკვლევა მიმდინარეობდა.
როგორც გამოკვლევის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, დღეს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კუჭავას ფეხზე დაზიანება სიცოცხლეში აქვს მიყენებული. ნიკოლეიშვილი, დაცვისა და ბრალდების მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ დღეს, თუ როდის მიიღო კუჭავამ დაზიანება, არ აკონკრეტებს.
“ეს დიდი ზომის ჭრილობაა, რომელიც ქირურგიულად არ იყო დამუშავებული და გაკერილი. ძალიან დიდი ალბათობით სისხლმდენი უნდა ყოფილიყო. ზუსტად აი, ამ კვლევის შედეგად მიკროსკოპულად დადგინდა, რომ ეს არ არის ორი და სამი დღის წინანდელი დაზიანება, არამედ საკმაოდ ახალი დაზიანებაა. დაცვისა და ბრალდების მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტად ვერ დავასახელებ, რამდენი ხნის წინ შეიძლება ჭრილობა მიეყენებინათ”,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
გამოძიების ცნობით, ჭრილობა მან პროკურორ ქირიას ცხედრის დანაწევრების მცდელობის დროს ე.წ. ბარგალკის გამოყენებით მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები