ახალი რეგულაციები: თვითმფრინავებით ლითიუმ-იონის აკუმულატორების გადატანა აიკრძალა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამგზავრო თვითმფრინავების ბარგში ლითიუმ-იონისგან დამზადებული აკუმულატორების გადატანა აკრძალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პილოტები და ლაინერების მწარმოებელი კომპანიები შიშობენ, რომ ლითიუმ-იონის ელენენტებს შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს. სწორედ ეს გახდა ახალი რეგულაციების მიზეზი. აკრძალვა 2016 წლის 1-ლი აპრილიდან შედის ძალაში და მანამდე იმოქმედებს, ვიდრე მსგავსი ტიპის აკუმულატორების ტრანსპორტირების ახალი სტანდარტები არ შემუშავდება. ლითიუმ-იონის აკუმულატორებთან დაკავშირებით ახალი წესების შესრულება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნისთვის იქნება სავალდებულო. ამ ორგანიზაციაში 191 სახელმწიფო შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები