შვედი მეცნიერები – დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე არსებობს
შვედი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა უნიკალურია და მას ანალოგი არა აქვს. ასტრონომები ამბობენ, რომ ყველა ცნობილი კოსმოსური ობიექტიდან სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე შეიძლება არსებობდეს. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ერიკ ზაკრისონი ხელმძღვანელობს, კომპიუტერული მოდელირების გზით სამყაროს ციფრული ასლი შექმნა, რომელიც 13,8 მილიონი წლის წინ არსებობდა.
ამის შემდეგ პროგრამაში ყველა ცნობილი ეკზოპლანეტის მონაცემები შეიყვანეს და დაადგინეს, რომ არცერთი მათგანი დედამიწას არ ჰგავს. დედამიწა სხვა პლანეტებთან შედარებით ახალგაზრდაა და ის უნიკალურ ადგილას არის განლაგებული. მეცნიერები ამჯერად ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ შეიქმნა პლანეტები ვარსკვლავების სისტემებში, რომლებსაც მზეზე ნაკლები „მძიმე ელემენტი“ აქვს. თუმცა ისინი დაზუსტებით აცხადებენ, რომ დედამიწა პირველი და ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს.