თამარ კორძაია: კოალიციას საფრთხე არ ემუქრება

„კოალიციის შემადგენლობაში ერთი კონკრეტული დეპუტატის პოზიცია განსხვავდება კოალიციის სწრაფვისგან, ამის გამო კოალიციას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება“,- აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „რესპუბლიკელებსა“ და გოგი თოფაძეს შორის განხეთქილების კომენტირებისას, გააკეთა.
კორძაია ვარაუდობს, რომ დისკუსია მალე პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაინაცვლებს. რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ კოალიციაში დარჩენის საკითხს, მისი განცხადებით, ეს რომელიმე ერთი კონკრეტული დეპუტატის გადასაწყვეტი არ არის.
„რესპუბლიკელებმა“ წამოსწიეს პრობლემა, რომელიც არ ეხება „რესპუბლიკელებს“ და არ ეხება „მრეწველებს“, საუბარია ერთ დეპუტატზე, რომლის პოზიცია არ შეესაბამება კოალიციის პოზიციას.
კოალიციის ყოფნა-არყოფნის საკითხი ამ თემასთან კავშირში ნამდვილად არ არის. კოალიციის შემადგენლობაში ერთი კონკრეტული დეპუტატის პოზიცია განსხვავდება კოალიციის სწრაფვისგან, ამის გამო კოალიციას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენ ამ დისკუსიას უნდა ჩავყვეთ. კოალიციაში რომელი პარტია იქნება და რომელი არ იქნება, ეს არა ერთი რომელიმე დეპუტატის, კოალიციის პარტიების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს დისკუსია პოლიტსაბჭოს რეჟიმში გადაინაცვლებს, რადგან ერთმანეთის მიმართ მსგავსი ტიპის განცხადებების კეთება უნდა დასრულდეს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები