მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტში დღეს განიხილონ
საქართველოს პარლამენტში დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ,სავარაუდოდ, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ იმსჯელებენ. ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს. დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.