ლავროვის უწყება ბურჯანაძე – კარასინის შეხვედრას ეხმაურება
რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეხვედრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხევდრაზე რუსეთის და საქართველოს ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტზე და მათი ნორმალიზების აუცილებლობაზე ისაუბრეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.