გიორგი კვირიკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 22 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კვირიკაშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემეირ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად ფრზანის სასახლეში ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარის ბოჰუსლავ სობოტკას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან.
ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ.