ხვალ საქართველოს პირველი ვიზიტით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტი ეწვევა

ხვალ თბილისს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი ეწვევიან.
ეს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანთან, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან და პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომელზეც საუბარი შეეხება „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ახალგაზრდა აქტივისტების ქსელის გაფართოებას და მასში საქართველოს ახალგაზრდობის ჩართვას. „ევროპის სოციალისტური პარტია“ ევროპარლამენტში წარმოადგენს სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალას 195 დეპუტატით. “ქართული ოცნება” 2015 წლის ივნისში ოფიციალურად გახდა „ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი“. ევროპელი სოციალისტების ვიზიტი 23 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები