ლინკოლნ მიტჩელი: თბილისმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს
სპეკულაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები სიმპათიით არიან განწყობილნი “ნაციონალების” მიმართ და ნაკლებად მეგობრული “ოცნების” მიმართ, სულელურია, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი სპეციალისტის, ლინკოლნ მიტჩელის ანალიტიკურ სტატიაში.
მისი თქმით, თბილისმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს.
“მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ფრთა პრეზიდენტ ობამას სისუსტეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან აშშ-ის საკვანძო მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს, არასაკმარისი დახმარება გაუწია, ფაქტობრივად, საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკა ბოლო სამი პრეზიდენტის მმართველობის დროს დიდად არ შეცვლილა. სრულიად მოსალოდნელია, საარჩევნო პერიოდში საქართველოში საუბარი დაიწყონ იმაზეც, რომ პრეზიდენტობის ამერიკელი კანდიდატები უფრო მეტი სიმპათიით არიან განწყობილნი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ნაკლებად მეგობრულით კი – “ქართული ოცნების” მიმართ. მსგავსი სპეკულაცია სულელურია”, – მიიჩნევს მიტჩელი.