პაატა ზაქარეიშვილი: რეფერენდუმს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არაფერი მოჰყვება

ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეფერენდუმის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუს-კვო არ გაუარესდება.
„ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები, ვნებათაღელვა, ყურადღების მიპყრობა საზოგადოებაში და, ბუნებრივია. უნდა მივაქცოთ ყურადღება. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მაგრამ შედეგი იმაზე მეტი არ იქნება, რაც დღეს არის. ამას არაფერი მოჰყვება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები