iPhone – ის გაყიდვა ისტორიაში პირველად შემცირდა
მობილური სმარტფონის – iPhone-ის გაყიდვა შარშან, 2014 წელთან შედარებით, 4,4 პროცენტით შემცირდა. მისი სამხრეთ კორეული კონკურენტის Samsung-ის გაყიდვების კლებამ ამავე პერიოდში 2,2, პროცენტი შეადგინა.
ამასთანავე, ტელეფონების გაყიდვების მხრივ კომპანიების პოზიციები უცვლელია. Samsung-ი კვლავ პირველ ადგილზეა, მან 320 მილიონი სმარტფონი გაყიდა. Apple-მა 225 მილიონი მობილური ტელეფონის რეალიზება შეძლო.
Apple-ის ოპერაციული სისტემა iOS-ის გაყიდვები ასევე შემცირდა. თუ 2014 წელს მსოფლიოში მობილური მოწყობილობების 20,4 პროცენტს ეს სისტემები ჰქონდა, 2015 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 17,7 პროცენტამდე შემცირდა. ოპერაციული სისტემა Android-ის წილი კი 76-დან 80,7 პროცენტამდე გაიზარდა.