მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
მოსკოვში, ქართველი „კანონიერი ქურდი „ლევან სოხუმელი“ დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, 40 წლის „ლევან სოხუმელი“ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში დააკავეს.
„ლევან სოხუმელს“ 2014 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა აეკრძალა. მან დადგენილების შესრულებაზე უარი განაცხადა. დაკავებისას მას ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ სამართალდამცველ სტრუქტურებში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკის დროს დაკავაბულს „სპაისი“ აღმოაჩნდა, რომელიც აკრძალულ ნივთიერებათა სიას განეკუთვნება. „ლევან სოხუმელის“ წინააღმდეგ აღძრულია სისსლის სამართლის საქმე „:ნარკოტიკული ნივთიერებების ან ფსიქოტროპული პრეპარატების დამზადების. გადამუშავების შეძენა-შენახვის და გადატანის“