რუსი ფეხბურთელი თურქებთან მატჩზე პუტინის სურათით გამოვიდა

უეფამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრა. საქმის აღძვრის მიზეზი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელის დიმიტრი ტარასოვის მიერ თურქულ „ფენერბახჩესთან“ მატჩზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გამოსვლა გახდა.
უეფამ ფეხბურთელი შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფეხბურთელების ტანსაცმელზე არ უნდა იყოს პოლიტიკური და რელოგიური პირების ფოტოები, ასევე პოლიტიკური განცხადებები, ემბლემები და ლოგოტიპები“.
ამ წესების დარღვევის გამო, „ლოკომოტივის“ საკითხს 17 მარტს უეფას საკონტროლო-დისციპლინური და ეთიკის ინსტანციები განიხილავენ. დიმიტრი ტარასოვს 10 მატჩით დისკვალიფიკაცია, ან უფრო სერიოზული სასჯელი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები