მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარება ტვინს ანადგურებს
დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარება ტვინს ანადგურებს. ამის შესახებ ავსტრალიელი მეცნიერების კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომლებიც მათ ვირთხებზე ჩაატარეს.
მეცნიერებმა მღრღნელები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში შემავალ ვირთხებს საკვებში დიდი რაოდენობით შაქრის სიროპს უმატებდნენ. მეორე ჯგუფის ცხოველებს შაქარს არ აძლევდნენ და მუდმივად სტრესულ სიტუაციას უქმნიდნენ, ხოლო მესამე ჯგუფის ვირთხები შაქარსაც იღებდნენ და სტრესსაც განიცდიდნენ.
რამდენიმე კვირის შემდეგ პირველი და მეორე ჯგუფის ვირთხებს ტვინში გარკვეული ცვლილებები დაუდგინდათ. მესამე ჯგუფს კი ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიზაცია დაუდგინდა და ამან მათ ფიზიოლოგიაზეც იმოქმედა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვებში დიდი რაოდენობით შაქრის არსებობა სტრესივით მოქმედებს და სისხლში შესაბამისი ჰორმონების რაოდენობას ზრდის. ამის შედეგად გულისცემა ხშირდება, ხოლო ტვინს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა უწევს, რაც, საბოლოოდ, ნერვული უჯრედების დაშლას იწვევს.