დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას ასტეროდი TX68 უახლოვდება. ის ჩვენს პლანეტას 5 მარტს 17 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის.
ასტრონომებმა ასტეროიდი 2013 წელს აღმოაჩინეს, მაშინ ის დედამიწას 2 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ზუსტად ობიექტის ტრაექტორიის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა დედამიწას ის, სავარაუდოდ, არ შეეჯახება. ასტეროიდი TX68 დედამიწას 2017, 2046 და 2097 წელსაც მიუახლოვდება. ჩვენს პლანეტასთან შეჯახების ყველაზე დიდი ალბათობა მომავალ წელს იქნება.