„მიმიკის მეფე“ “კვირას” ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს

ლუჩანო როსო, არგენტინელი მსახიობი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მიმიკური ვიდეოების ატვირთვით დაიპყრო. მსახიობი Youtubeს 2015 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოების ათეულში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა მისი პოპულარობა მსოფლიოში სპექტაკლით „Un Poyo Rojo“ დაიწყო.  ექსპერიმენტული შოუ, სადაც მხოლოდ სხეულით ლაპარაკობენ და გრძნობებს მოძრაობით გამოხატავენ… ვინ არის ლუჩანო როსო…

 

– როგორი ბავშვობა გქონდა?12696031_1223673654327907_310851595_n
– დავიბადე არგენტინის პატარა ქალაქ  ტიგრაში… ყოველთვის მხიარული ბავშვი ვიყავი. მას შემდეგ, რაც ვაზროვნებ, ხელოვნება ყოველთვის ჩემთან ახლოსაა. ვიზრდებოდი მშობლების მხარდაჭერით, ისინი არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ არ გავაკეთო ის, რასაც მე ვაკეთებდი, მასწავლიდნენ, როგორ გავყოლოდი ბოლომდე ჩემს სურვილებს… და ხელოვნება იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ სურვილებს შორის…
– რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?12751699_1223673694327903_651462561_o
– მე არ გადამიწყვეტია,  თავისით მოვიდა… ეს იყო იმ ყველაფრის შედეგი, რითიც დავიწყე… თავიდან პროფესიონალურ დონეზე ვცეკვავდი, ამის გამოა, რომ ვწერ მუსიკას და შემდეგ იყო თეატრი, სადაც შევძელი, ორივე ერთად მეკეთებინა… ხელოვნებაში  –   თეატრი  ჩემთვის  არის პირველი, თავისი გამომსახველობითი მნიშვნელობით. ესაა ადგილი, სადაც მუსიკა, ცეკვა და გამოსახულება, ყველაფერი ერთად ძლიერ ცეცხლს ანთებს. ჩემი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი ყოველთვის იყოს ჩემს ცხოვრებაში  ერთად, როგორც აქამდე…
– „Un Poyo Rojo“ – სპექტაკლი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა…
– „Un Poyo Rojo“- ეს არის „ფიზიკური თეატრის“  ნაწილი. სპექტაკლი დაიდგა 8 წლის წინ, სადაც ნაჩვენებია სიყვარული და დაპირისპირება. პრემიერის შემდეგ, მალევე „Un Poyo Rojo“ ბუენოს-აირესში წარმატებული სპექტაკლი გახდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ დადგმით მსოფლიოს გარშემო ჩვენი მოგზაურობა. ძალიან მძიმე მუშაობა მოგვიწია, რომ მიგვეღო ეს სპექტაკლი და ჩვენ ამით, რა თქმა უნდა, ვამაყობთ. მე ვმუშაობდი პარტნიორ ალფონსო ბარონთან ერთად. სპექტაკლის რეჟისორია ჰერმეს გაიდო. ორივე ჩემი საუკეთესო მეგობარია, თითქმის ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ვიყავით ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე – საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, მონაკოში, ახალ კალედონიაში და გასულ წელს ესპანეთში. ახლა ვემზადებით განმეორებითი საგასტროლო ტურისთვის.12699297_1223673700994569_1447312073_o
– „Un Poyo Rojo“- ესაა სპექტაკლზე მამლების ჩხუბზე, რთული იყო შენთვის გარდასახვა?
– თითქმის ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რომელიღაც ფრინველი ვიყავი, მაგრამ რომელი, არ ვიცოდი… ჩვენ ვნახულობდით ძალიან ბევრ ვიდეოს, სადაც მამლები ჩხუბობდნენ, რათა კარგად შეგვესწავლა მათი თითოეული მოძრაობა, რომ სპექტაკლში ჩვენი შესრულების ხარისხი საუკეთესო ყოფილიყო. ვიდეოებისგან ვისწავლეთ, მართლაც, ზღაპრული მოძრაობები, ეს, ძირითადად, ინსტინქტური საპასუხო რეაქციებია. სპექტაკლში ჩვენ ვიყენებთ ამ მოძრაობებს. შევქმენით ორი ხასიათი, ეს არის ბრძოლა წყვილში, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს რომელია მათ შორის დომინანტი…
– „მიმიკის მეფე“… ძნელია ფლობდე ყველა კუნთს?12714510_1223673667661239_6326447_n
– ყველა ადამიანს გვაქვს ერთი და იგივე რაოდენობის კუნთები. ოღონდ მე, როცა პატარა ვიყავი, ამ კუნთების ვარჯიში გართობად ვაქციე. მიყვარდა სხვადასხვა მიმიკის მიღება და ამით ვერთობოდი, ეს იყო ბავშვობაში ჩემი და ჩემი მეგობრების თამაში. როცა გავიზარდე, მეგობარმა დამარწმუნა, რომ ჩემი ვიდეოები ამეტვირთა Youtube-ზე, ასეც მოვიქეცი და მას შემდეგ ინტერნეტში გახდა, როგორც ვირუსი. ყველა ნახულობს და ერთობა ამ ვიდეოებით…
– შენ და თეატრი…
– თეატრი ჩემთვის არის გზა, სადაც შეგიძლია გამოხატო შინაგანი ემოციები. მიიტანო გარკვეული გზავნილი ადამიანებამდე, მაყურებლამდე. ეს ასევე არის ჩემთვის ძირითადი საშუალება, იმისათვის, რომ  ფიქრები  რეალობაში გადმოვიტანო  და სწორედ ფიქრებით შევქმნათ საუკეთესო  ადგილი ყველასთვის. როცა იცი, როგორ გამოიყენო თეატრი, მაშინ მსახიობის ხელში ძალიან ძლიერი იარაღია.  მას შეუძლია შეაღწიოს ადამიანის აზროვნებაში და სამუდამოდ შეცვალოს ის…
– რატომ „სხეულის თეატრი“ და არა დრამატული თეატრი?12721768_1223673650994574_894876404_n
– მე ვფიქრობ, ყველა თეატრი, არის ფიზიკური, თუნდაც კლასიკური თეატრი რომ ავიღოთ. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ სცენაზე სპექტაკლების შექმნა სხეულით, შემდეგ მოდის დანარჩენი… ნაცვლად იმისა, რომ ჯერ წავიკითხოთ სცენარი. ჩვენ ვიყენებთ საკუთარ სხეულებს იმისათვის, რომ დავწეროთ სცენარი,  ასე ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ბოლომდე მივყვებით ამ გზას. ერთდროულად, შეთანხმებულად მიდის ეს პროცესი.  ეს არის კიდევ ერთი განსხვავებული მიდგომა, გააგრძელო მეორის მიერ დაწყებული გზა…
– რომ არ ყოფილიყო მსახიობი ლუჩანო როსო, მაშინ ვინ იქნებოდა?
– არ მიფიქრია ამაზე… ალბათ შეფმზარეული…
კინო – ვიცი, რომ გადაგიღეს 3 ფილმში…
– მე შევქმენი პატარა, ეპიზოდური როლები კინოში. ძალიან მიყვარს კინო, ვისურვებდი, მეტ ფილმებში თამაშის საშუალება მქონდეს, ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ…
– აპირებ,  თეატრის მსახიობად დარჩე, თუ შენს მომავალს კინოში გააგრძელებ?12735612_1223673670994572_163305854_n
– რა თქმა უნდა, მე მიყვარს თეატრი, მე მას ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლს და ეს გრძნობა არასოდეს შეიცვლება. მე მიყვარს რისკი სცენაზე, ეს არის უმთავრესი, რაც მას განასხვავებს კინოსგან. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი თეატრის გარეშე… დანარჩენი ყველაფერი შეიძლება იყოს მიმზიდველი და კარგი გამოცდილება, მაგრამ მე მაინც მირჩევნია მაყურებელთან პირდაპირი კონტაქტი, ეს ნამდვილად განუმეორებელი შეგრძნებაა…
– და ბოლოს, შენს უახლოეს გეგმებზე…
– ვემზადებით ახალი სპექტაკლისთვის, იგივე გუნდია, რაც  „Un Poyo Rojo“-ში იყო. ასევე ვაკეთებთ ახალ შოუს ჩემს მეორე თეატრალურ და მუსიკალურ კომპანიაში, სახელად  „URRAKA“-ს. ვწერთ მუსიკას, რომელსაც გამოვიყენებთ თეატრში და ჩავსვამთ ახალ სპექტაკლში.  მაქვს შემოთავაზებები კინოდან და 2016 წლის სექტემბრიდან  2017 წლის თებერვლამდე სპექტაკლით „Un Poyo Rojo“ კვლავ  ვგეგმავთ საგასტროლო ტურს ევროპაში…

ნინო ჯაჯანიძე


12735620_1223673664327906_1120073894_n

12746565_1223673644327908_1037134874_n

12746580_1223673647661241_57587028_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები