რამდენს შეადგენს პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
პენსიების ოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ასევე მოქმედებს მათი გამოთვლის სხვადასხვა მეთოდიკა. ზოგ ქვეყანაში პენსია სტაჟზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ზოგგან კი პენსიონერი პენსიას მხოლოდ იმის წყალობით იღებს, რომ მთელი ცხოვრება გარკვეულ ფონდში თანხებს იხდის. არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც პენსია ხელფასს უტოლდება და ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევას ხშირად ოცნებობს, რადგანაც ის მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელთან არის დაკავშირებული. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში პენსია 150-დან 3000 ათას დოლარამდე მერყეობს.
ახალ ზელანდიაში საშუალო პენსია 426 $ -ს შეადგენს
ახალ ზელანდიაში პენსია სტაჟზე და ხელფასის ოდენობაზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რომ ამ ქვეყანაში მარტოხელა ადამიანის პენსია წყვილის პენსიას აღემატება. ის 554 დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც ოჯახური წყვილის პენსია 426 დოლარია თითოეულისთვის. პენსიაზე გასვლის ასაკია 65 წელია.
ჩინეთში საშუალო პენსია 160 $-ია
ჩინეთში ქალებისთვის საპენსიო ასაკი, საქმიანობის მიხედვით, 50-დან 55 წლამდე მერყეობს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია. ამასთანავე, პენსიაზე გასვლა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების და დაწესებულებების თანამშრომლებს შეუძლიათ, რომელთა სამუშაო სტაჟი 15 წელს შეადგენს.
ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში საპენსიო დანაზოგი საწარმოების ანგარიშებზე გროვდება. ამ ფონდში საშუალო ხელფასის 20% ირიცხება. სოფლის მოსახლეობა პენსიას არ იღებს.
აშშ-ში საშუალო პენსია 700 $-ია
შეერთებულ შტატებში საპენსიო ასაკი 65 წელია. პენსიის ოდენობა სამუშაო სტაჟზეა დამოკიდებული და ხელფასის 50-80%-ს შეადგენს. ყოველთვიური შენატანი საპენსიო ფონდში საწარმოებში მომუშავე პირებისთვის 7,5 %-ს შეადგენს, ხოლო მეწარმეები, ადვოკატები და მხატვრები საპენსიო ფონდში შემოსავლის 15%-ს იხდიან. თუ აშშ-ის მოქალაქემ პენსიაზე გასვლა დროზე ადრე გადაწყვიტა, ის 20%-ით ნაკლებ პენსიას მიიღებს. თუ რაიმე მიზეზის გამო ადამიანი პენსიას ვერ იღებს, ის მიიღებს შემწეობას, რომელიც თვეში 280 აშშ დოლარს შეადგენს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საშუალო პენსია 3 ათასი $-ია
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პენსია ბოლო შემოსავლის 80%-ს შეადგენს. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი არ არსებობს. პენსიის მიღება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუ თქვენი სტაჟი 25 წელს შეადგენს. ასე რომ 20 წლის ასაკში მუშაობის დაწყების შემთხვევაში საამიროების მოქალაქეს 45 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა შეუძლია. ხელფასიც და პენსიაც განათლებაზე არის დამოკიდებული. უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის პენსია 3 200 დოლარს შეადგენს, საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებისთვის – 1 900 დოლარი, ხოლო საშუალო განათლების მქონე პირებისთვის – 1366 $.
ჰოლანდიაში საშუალო პენსია 1400$-ია
ჰოლანდიაში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ადამიანს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება აქვს. ქვეყანაში პენსიის მიღების სამი საშუალება არსებობს – სახელმწიფო, პენსიის ფორმირების პროფესიული სისტემა და ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევა. საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, დაოჯახებული ადამიანი პენსიის სახით ხელფასის 50%-ს იღებს, ხოლო მარტოხელა – 70-%-ს.
პოლონეთში საშუალო პენსია 440 $-ია
პოლონეთში საპენსიო ასაკი 67 წელს შეადგენს. პოლონეთში პენსიის გადახდა როგორც საპენსიო ფონდიდან, ასევე დამატებითი წყაროებიდან ხდება. ამ დროისთვის პენსიის 75%-ს სოციალური დაზღვევის სისტემა უზრუნველყოფს. ეს სისტემა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ მამაკაცის სამუშაო სტაჟი 25-ს, ხოლო ქალის – 20 წელს შეადგენს.
ისრაელში საშუალო პენსია 1500 $-ია
ისრაელში საპენსიო ფონდი არ არსებობს. მის ფუნქციას სოციალური დაზღვევის ფონდი ასრულებს. ამ ფონდიდან არა მარტო პენსიის, არამედ სხვადასხვა დახმარების, მათ შორის უმუშევრობის შემწეობის გადახდა ხდება. ისრაელს კიდევ „ორი პენსიის“ ქვეყანას უწოდებენ. აქ პირველად მსოფლიოში პენსიის ფორმირების ორი სისტემა იყო შემოღებული – „ასაკობრივი პენსია“, რომლის თანხებს სახელმწიფო იხდის და საკუთარი დანაზოგებით შევსებული ფონდი. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 67-ს, ხოლო ქალებისთვის – 62 წელს შეადგენს.
რუსეთში საშუალო პენსია 150 $-ია
რუსეთში საპენსიო გადასახადების დაგროვება სპეციალურ ფონდში ხდება, რომელშიც თანხებს ყველა გადამხდელი იხდის. ქალების საპენსიო ასაკი 55-ს ხოლო კაცების – 60 წელს შეადგენს.
ესპანეთში საშუალო პენსია 800 $-ია
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში საშუალო პენსია 800 დოლარს შეადგენს, ქვეყანა პირველადი მოხმარების ნივთებზე და სურსათზე დაბალი ფასებით გამოირჩევა. ასე რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მამაკაცების და ქალების საპენსიო ასაკი 67 და 65 წელს შეადგენს. პენსია საშუალო ხელფასის 80%-ს, ხოლო ზოგჯერ 100%-საც აღწევს. აქაც პენსია დაოჯახებული და მარტოხელა ადამიანებისთვის განხსხვავებულია. შშმ პირებისთვის პენსია წელიწადში 11 ათას ევროს აღწევს.
მექსიკაში საშუალო პენსია დადგენილი არ არის
მექსიკაში საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს. ამასთანავე, საშუალო პენსიის ოდენობა დადგენილი არ არის. პენსიის გადახდა აქ ხდება პრიციპით: „რაც გამოიმუშავე, ის მიიღე“. პენსიონერებს იმ თანხებს უბრუნებენ, რომელიც მათ მუშაობის პროცესში სპეციალურ ფონდში დააგროვეს.