კარლო კოპალიანი: საიდან უნდა ვიცოდე, რა მოხდა ქალბატონ თინასა და ბატონ გოგის შორის

ხომ იცით, თუთაშხიასავით ვარ, არავის საქმეში არ ვერევი და საიდან უნდა ვიცოდე, რა მოხდა ქალბატონ თინასა და ბატონ გოგის შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა, გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის განცხადებებთან დაკავშირებით, გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განაცხადა.
კოპალიანმა აღნიშნა, რომ გოგი თოფაძეს ყოველთვის ახასიათებდა არაორდინარული გამონათქვამები.

„ხომ იცით, თუთაშხიასავით ვარ, არავის საქმეში მე არ ვერევი და საიდან უნდა ვიცოდე, რა მოხდა ქალბატონ თინასა და ბატონ გოგის შორის. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, თითქოს კოალიციის ერთობაში ბზარია, გეტყვით, რომ მე ამ კოალიციის წევრი ვარ და ასე თუ ისე, პროცესები ჩემს თვალწინ მიდის. რაიმე განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. „რესპუბლიკელებს“ ხმა არ ამოუღიათ. ბატონ გოგის კიდევ ყოველთვის ახასიათებდა არაორდინარული გამონათქვამები. მე პირადად ვერსად ვამჩნევ ბზარს“, – განაცხადა კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები