იტალიაში ეროვნულ პარკში მგლების მასობრივი სიკვდილის ფაქტს იძიებენ

იტალიაში, ეროვნულ პარკში, ბოლო დღეებში ნაპოვნი, სულ მცირე, 18 მგლისა და რამდენიმე სხვა გარეული ცხოველის გარდაცვალების საქმეს იძიებენ.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა განაცხადეს.

ბუნების დამცველი ჯგუფების თქმით, ეს იტალიაში გარეულ ცხოველებზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმაა.

ცხოველები რამდენიმე ადგილას – აბრუცოს, ლაციოსა და მოლიზეს ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარე მთიანი ტერიტორიაა და დიდი ხანია იტალიის აღდგენილი მგლების პოპულაციის დასაყრდენად ითვლება.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცხოველები, სავარაუდოდ, მოწამლულმა სატყუარამ იმსხვერპლა.

გარემოს დაცვის მინისტრმა, ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა, მკვლელობებს „საშინელი“ უწოდა და დასძინა, რომ მან იტალიის ტყის პოლიციას დაავალა შემოწმებების გამკაცრება, რათა დამნაშავეები გამოავლინონ.

„სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება იმ სახეობის დაცვას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოსისტემის ბალანსისთვის“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები