ლავროვის თქმით, შეერთებულ შტატებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებს და მზადაა დაიცვას იგი გადატრიალებების, ადამიანების გატაცებების ან სხვა ქვეყნების ლიდერების მკვლელობების გზით.

„შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერავინ უკარნახებთ მათ, რა უნდა გააკეთონ. მათ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ. ისინი მზად არიან დაიცვან ეს კეთილდღეობა ნებისმიერი საშუალებით – გადატრიალებებით, ადამიანების გატაცებით ან იმ ქვეყნების ლიდერების მკვლელობებით, რომლებიც ფლობენ ამერიკელებისთვის საჭირო ბუნებრივ რესურსებს“, – აღნიშნა მან რუსეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან (OTR) ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები