მედია: ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში სპეციალურ წარმომადგენლებს აგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს, ირანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად პაკისტანში აგზავნის.
ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის ორმა წყარომ CNN-ს განუცხადა.
წყაროების ცნობით, ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენლებს პაკისტანში აგზავნის, რათა მონაწილეობა მიიღონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებში.
როგორც მათ აღნიშნეს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამჟამად არ გეგმავს შეხვედრაში მონაწილეობას, რადგან მასში მონაწილეობას არ მიიღებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი.