ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პაკისტანის დედაქალაქში ჩავიდა, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შუამავლობას ახორციელებს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია Tasnim-ი იუწყება.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა არაღჩის პაკისტანში, ასევე ომანსა და რუსეთში ვიზიტის შესახებ, რათა განიხილონ აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის დასრულების მცდელობები.
„არაღჩი ისლამაბადში ჩავიდა“, – იუწყება Tasnim-ი.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შესახვედრად პაკისტანში მიემგზავრებიან.