“უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები – ქართველ ხალხსა და სპეცსამსახურებთან” – ამირან სალუქვაძე

“უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები – ქართველ ხალხსა და სპეცსამსახურებთან”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

სალუქვაძე “ქრონიკის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს”.

„ბლაჟევიჩი ხომ ტყუილად არ მუშაობს, ანაზღაურებას იღებს, ვისგან არ ვიცი, ეცოდინება ალბათ შესაბამის სამსახურებს. დროს ტყუილად ხომ არ ხარჯავს?! ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ ეს უცხოელი პიარტექნოლოგები რევოლუციის მომწყობი უცხოელი ინსტრუქტორები – აკერმანი იქნება, ბლაჟევიჩი, თუ სკილაროვი, უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები – ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან. კიდევ წააგებენ, სანამ არ ისწავლიან პოლიტიკოსობას, ოპოზიციონერობას, არ გაიაზრებენ წარსულს“, – თქვა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები