Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

ავიაკომპანია Ryanair-ის განცხადებით, ბერლინში მოქმედ ბაზას დახურავენ და ზამთრის სეზონზე გერმანიის მიმართულებით ფრენებს 50%-ით შეამცირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი საკომისიოები და გადასახადებია.

ირლანდიაში დაფუძნებული კომპანიის განცხადებით, ბერლინში ბაზირებულ შვიდივე თვითმფრინავს გადაიყვანენ უფრო დაბალი ხარჯების მქონე ევროპულ აეროპორტებში, მათ შორის შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები