პოლონეთში ქალი დათვის თავდასხმას ემსხვერპლა

პოლონეთში დათვის თავდასხმას 58 წლის ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ პოლონური მედია ადგილობრივი სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის შესახებ შეტყობინება ხუთშაბათს, 23 აპრილს, დილის 10:40 საათისთვის შევიდა. მაშველებმა ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილზე, შორეულ, ტყიან ადგილას იპოვეს.

როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ქალი შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ისინი ტყეში ყოფნისას ერთმანეთს დაშორდნენ.

მისივე თქმით, ქალმა შვილისთვის დარეკვა და დათვის ხსენება მოახერხა, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა.

ჭრილობების სიმძიმის გამო, ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები