„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში” – მაკა ბოჭორიშვილი

“შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შუა დერეფნის განვითარებაში.

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს, ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები