ბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხარი დაუჭირა
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა, წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს წარედგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) მოსაწონებლად.
“თავმჯდომარის თქმით, პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეთანხმებით განისაზღვრა და მიზნად ისახავს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება რამდენიმე ათეულ სოფელში. სამუშაოები მოიცავს გარე განათების მოწყობა-გაფართოებას, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას, სკვერების, სტადიონებისა და სოციალური ობიექტების მოწყობას და სასაფლაოების კეთილმოწყობას.
2026 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან”, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 714 ათასი ლარია გამოყოფილი”,- წერია ინფორმაციაში.