აშშ-ის სპეცრაზმის წევრი საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებით 400 000 დოლარის მოგების საქმეზე დააკავეს
აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურე, გენონ კენ ვან დაიკი, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან, გამოძიების ვერსიით, საიდუმლო სამხედრო ინფორმაციაზე დაყრდნობით ონლაინ ფსონები დადო და დაახლოებით 400 000 დოლარი მოიგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ჯარისკაცი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელიც ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხებოდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მან ოპერაციის შესახებ კლასიფიცირებული დეტალები პირადი ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოიყენა.
საქმე ეხება ე.წ. „შიდა ინფორმაციის“ გამოყენებას (insider trading-ის ანალოგიურ პრაქტიკას), რაც აშშ-ის კანონმდებლობით მძიმე დანაშაულად ითვლება. სამხედრო მოსამსახურეს ბრალად ედება თაღლითობა, სახელმწიფო საიდუმლოების ბოროტად გამოყენება და სხვა დაკავშირებული დანაშაულები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.