თეთრმა სახლმა ირანთან დიალოგში პროგრესის შესახებ განაცხადა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მა ბოლო დღეებში ირანთან დიალოგში პროგრესს მიაღწია.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან გარკვეული პროგრესი ნამდვილად დავინახეთ. პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გაეგზავნა, ამიტომ ვნახოთ, ამჯერად რას იტყვიან“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.