მეცნიერებმა ტვინში უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც მარტოობის განცდას იწვევენ
აშშ-ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის თავის ტვინის უკანა ნაწილში უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც მარტოობის განცდას არეგულირებენ. როგორც გაირკვა, ურთიერთობების ნაკლებობის დროს ეს უჯრედები მნიშვნელოვნად აქტიურდებიან. აღმოჩენა ნეირობიოლოგებმა თაგვებზე ჩატარებული ცდებით გააკეთეს, რომელთა ტვინის ქიმიური შემადგენლობა ახლოს არის ადამიანის ტვინთან.
ცდების დროს მეცნიერებმა თაგვები სამ ჯგუფად დაჰყვეს – პირველი ჯგუფი ცალკე ცხოვრობდა და ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა, მეორე ჯგუფში შემავალი თაგვები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ პრეპარატებს არ აძლევდნენ, ხოლო მესამე ჯგუფის ცხოველები პრეპარატებსაც არ იღებდნენ და ცალკე გალიებში ცხოვრობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ იზოლირებული თაგვები სხვა ჯგუფებთან გადაიყვენეს. სწორედ ამ დროს მეცნიერებმა აქამდე ნაკლებად შესწავლილ ტვინის ნაწილში ნეირონული კავშირის ცვლილება დააფიქსირეს.