ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა, საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს

ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა, საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს.
მაშკევიჩი პროექტების განხორციელებას იმ კომპანიების მეშვეობით აპირებს, რომელთა ინტერესის ძირითად საგანს, სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს.
ბიზნესმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშკევიჩს საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.
“ეს ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრე მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.
ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“, რომლის მიერ იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა.
ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს „ალფამედიკ კონსორციუმი“, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.
ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.
ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას”,- აცხადებენ ბიზნესმენის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები