ახალი საპილოტე პროექტი იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, ახალ საპილოტე პროექტს იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სამინისტროსთვის ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმეტის შექმნაა.
აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და იგი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტიანი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მოადგილე ეკა სეფაშვილი და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელძღვანელი პირები ესწრებოდნენ, სადაც ახალი ანტიკორუფციული პროექტის შესახებ იმსჯელეს. პროექტის ძირითადი მიზანი ამომწურავი ანალიზის საფუძველზე კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და იმ ინდიკატორების შემუშავებაა, რომელიც მიღწეული პროგრესის წარმატებულ მონიტორინგს უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები