მარსზე ტბა აღმოაჩინეს, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოა

ამერიკელმა მეცნიერებმა მარსზე უნიკალური აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ასტრონომების აღმოჩენა მარსის „ღამის ლაბირინთს“ ეხება. ამ ადგილას „წითელი პლანეტის“ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ხეობა მდებარეობს და ის ვულკანური წარმოშობის ტბებითაა სავსე, რომელთა წყლებში, შესაძლოა, სიცოცხლე წარმოიქმნას.
როგორც Planetary and Space Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, სიცოცხლისთვის საჭირო პირობები მარსზე სწორედ ვულკანების სიახლოვესაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია „ღამის ლაბირინთი“, რომელიც ფარსიდას ვულკანურ პლატოს მარსის ეკვატორთან მდებარე მარინერის მდელოებთან აკავშირებს.
„იქ სოცოცხლის წარმოშობისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა იყო. ასევე იყო წყალი და ყველა აუცილებელი ნუტრიენტი. „ღამის ლაბირინთში“ ტბები 50- 100 მილიონი წელია არსებობს. ეს სრულიად საკმარისია სიცოცხლის პრიმიტიული ფორმების წარმოსაქმნელად“, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ალექსის როდრიგესი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ღამის ლაბირინთი „ნასას“ მომდევნო მარსმავლის დაშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. აქ ასევე, შესაძლოა, მომავალში ადამიანების ექსპედიციაც მოეწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები