„ვართ დაინტერესებულნი, “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების განხილვა მინიმალურ დროში მოხდეს”

ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულნი, რომ დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები განიხილება.
“დღეს ჩვენ გამოგვაქვს “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები, კანონპროექტების პაკეტი, რომელიც იქნება განხილული მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, შემდეგ კი გადაიგზავნება პარლამენტში, რათა უკვე საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდეს განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულნი, რომ დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები