მსოფლიო ბანკი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის 140 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ (ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი) დაფინანსების მიზნით, 140 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.
ხელმოწერის ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდება დაახლოებით 8.3 კმ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიას. მისი მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები