ბრიტანელი მეცნიერები – ქალებს მამაკაცები მეექვსე შეხედვით უყვარდებათ

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქალებს მამაკაცები პირველი შეხედვით არასოდეს უყვარდებათ. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ამისთვის ექვსჯერ შეხედვა და 45 წამი მაინც ესაჭიროება.
Huffington Post-ის ინფორმაციით, კვლევებში მარტოხელა ბრიტანელი ქალები მონაწილეობდნენ, რომლებიც მამაკაცებთან ურთიერთობის დროს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ.
თავდაპირველად მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მამაკაცის თვალებს და მის სახეს უყურებენ. შემდეგ ქალები მამაკაცის ხელებს ათვალიერებენ – ალბათ საქორწინო ბეჭედს ეძებენ, ხოლო ამის შემდეგ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს აკვირდებიან. ბოლოს ქალი მამაკაცის მოქცევის მანერებს, მისი სხეულის აგებულებას, კანს და ფრჩხილებს აკვირდება. მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს ქალი, ღირს თუ არა მამაკაცთან ურთიერთობების გაგრძელება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალებისგან განსხვავებით მამაკაცებს სწორედ პირველი ნახვით უყვარდებათ. პირველ რიგში, კაცები ქალის გარეგნობას აკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები