ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომანქანა პარიზის აუქციონზე გაიყიდა

პარიზში, Artcurial-ის აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა: სპორტული მანქანა Ferrari 335 S Spider Scaglietti ისტორიაში ყველაზე ძვირი ავტომობილი გახდა – ის 32 მილიონ 75 ათას 200 ევროდ გაიყიდა.
უნიკალურ ავტომანქანას, რომლის მსგავსი მხოლოდ ოთხი ავტომობილი იყო გამოშვებული, თავის დროზე ცნობილი მრბოლელები მართავდნენ, ხოლო ბოლო 40 წლის განმავლობაში ის საფრანგეთში, კერძო კოლექციაში ინახებოდა.
1970 წელს ეს ავტომანქანა ფრანგმა კოლექციონერმა პიერ ბარდინომ შეიძინა, რომლის კოლექციაში 50-მდე „ფერარი“ იყო. Ferrari 335 S V12-ის ტიპის ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 390 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანის სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. მანქანის ფასის წინა რეკორდი 2013 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ Mercedes W196, რომლითაც 1954 წელს ხუან- მანუელ ფანხიო ასპარეზობდა, Bonhams-ის აუქციონზე 22,7 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები