გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა სრულიად ახალი შესაძლებლობები იქნება საქართველოსათვის

ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსათვის, რათა „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოს შემთხვევაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBCჰოლდინგს” და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International”–ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურული დასამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილისადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol”  და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციებისსაკითხებში „Maritime & Transport Business Solutions”–ი.
„სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კრიტერიუმი–კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობაგანსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი– პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდაპორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის,  პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივიგანვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი– პორტის ფინანსური მოდელი,რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო  პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყოშეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა.  დამატებით,წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია  და  ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივიკრიტერიუმით,”–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები იქნება დაცული და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური.
„დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის” კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთკავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან,  ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას  თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის,”–აღნიშნა პრემიერმა.
ანაკლიის  ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათაგანმხილველმა სამთავრობო კომისიამ  გამარჯვებული კომპანია – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” 2016 წლის 5თებერვალს გამოავლინა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონა იქნება.პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობისდაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”  წარმომადგენლებიაცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400ადამიანი იმუშავებს.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.  პორტი უზრუნველყოფს   დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები