აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში უკაბელო ინტერნეტის ხარისხით უკმაყოფილოა
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თეთრ სახლში უკაბელო ინტერნეტი – Wi-Fi, საკმაოდ ცუდად მუშაობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავად ბარაკ ობამას თქმით, თეთრ სახლში არის ბევრი ადგილი, სადაც სიგნალის დაჭერა შეუძლებელია. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ის თეთრ სახლში უკაბელო ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას შეეცდება, რათა მომავალ პრეზიდენტს მუშაობისთვის უკეთესი პირობები ჰქონდეს.