The Guardian – პროგრამა IOS-ის ბოლო განახლების შედეგად iPhone 6-ს პრობლემები შეექმნა

კომპანია Apple-ის მობილური ტელეფონების პროგრამული უზრუნველყოფის, IOS-ის ბოლო განახლების შედეგად ათასობით iPhone 6-ს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
პრაქტიკულად ეს ტელეფონები სრულიად უვარგისი გახდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პრობლემები IPhone 6-ის იმ მომხმარებლებს გაუჩნდათ, რომლებმაც საკუთარი ტელეფონები არაოფიციალურ სარემონტო დაწესებულებებში შეაკეთეს და  Home-ის ღილაკი გამოცვალეს, რომელსაც თითების ანაბეჭდების სენსორი უყენია.
გამოცემა წერს, რომ კომპანია Apple ამ პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები