გენეტიკოსებმა სიმელოტის ძირითადი მიზეზები დაადგინეს

აშშ-ის, იაპონიის და ნიდერლანდების მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანი თმის ფესვის ფუნქციის მოშლის, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი დაბერების გამო მელოტდება. ამის შესახებ გამოცემა Science იუწყება.
მეცნიერები ცდებს თაგვებზე ატარებდნენ. ადამიანებისგან განსხვავებით, თაგვები არ მელოტდებიან, მათი თმის საფარი მუდმივად განახლებადია. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თაგვები ხელოვნურად დააბერეს, 18 თვის შემდეგ მათ თმები დასცვივდათ და მათი სტრუქტურა შეიცვალა. ახლა მეცნიერებს შეუძლიათ დარწმუნებით თქვან, რომ ადამიანის გამელოტება დნმ-ის მრავლობითი დაზიანების გამო ხდება. კერძოდ, ამ პროცესზე გენი COL17A1 მოქმედებს. ეს გენი ადამიანის გარეგნობაზეც არის „პასუხისმგებელი“. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანი ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო მელოტდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები