„ლარს ჯერჯერობით გამყარების არანაირი საფუძველი არ გააჩნია“

„ლარი ამ წუთას მეტ-ნაკლებად სტაბილიზებულია, მაგრამ ეს დროებითი სტაბილიზაციის პერიოდია. ლარს ჯერჯერობით გამყარების არანაირი საფუძველი არ გააჩნია. საფუძველი კი იქნება ის, რომ ქვეყანაში 200 – 300 მილიონი დოლარის ფარგლებში ფულის ნაკადი შემოვიდეს“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ექსპერტის განცხადებით, დღეს არც განსაკუთრებული პანიკის და არც რაიმე იმედების საფუძველი არ გვაქვს.
გიორხელიძე საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებას წელს არ ელის, ამიტომაც მიიჩნევს, რომ ყველაფერი საშინაო პოლიტიკამ უნდა შეცვალოს და ამ ცუდი ფაქტორების კომპენსაცია მოახდინოს.
„ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ წელს საგარეო ფაქტორები არ გამოსწორდება, პირიქით, უფრო დამძიმდება და გართულდება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა შეცვალოს საშინაო პოლიტიკამ და ამ ცუდი ფაქტორების კომპენსაცია მოახდინოს. პირველ რიგში, ეს უნდა გამოვლინდეს ეკონომიკური აქტივობის ზრდით, როგორმე უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და იმ რესურსის ფარგლებში, რაც გაგვაჩნია, იმპორტი თანათანობით შეიცვალოს, ეს განსაკუთრებით კვების პროდუქტებს ეხება. ამას წლები არ სჭირდება. სერიოზული ნაბიჯები შეიძლება წლის ბოლომდეც გადაიდგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის გამყარების რაიმე სერიოზული საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები