ამერიკელმა მეცნიერებმა სატურნის რგოლების ოპტიკური ილუზია აღმოაჩინეს
აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგფუფმა დაადგინა, რომ პლანეტა სატურნის რგოლები სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი „მსხვილი“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და იმაზე სამჯერ ნაკლებ გაზს და მტვერს შეიცავს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
„გარეგნული სახე შეიძლება ილუზია იყოს. საუკეთესო ანალოგია ნისლიანი მინდორი, რომელიც შეიძლება იმაზე ბევრად ცარიელი მოგეჩვენოთ, ვიდრე წყლით სავსე აუზი“, – აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორი ფილ ნიკოლსონი.
მეცნიერებმა ეს დასკვნები ზონდ Cassini-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიტანეს. ამ მონაცემების მიხედვით, სატურნის ცენტრალური და ყველაზე მძიმე რგოლი გაცილებით ნაკლებ მატერიას შეიცავს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ სატურნის სხვა რგოლები გაცილებით გვიან შეიქმნა, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ – არა მილიარდობით, არამედ მილიონობით წლების წინ. შესაბამისად, თავად რგოლების წარმოშობის თეორიაც იცვლება. ის შეიძლებოდა ყოფილიყო სატურნის თანამგზავრი, რომელიც გრავიტაციის ძალის გავლენით განადგურდა და რგოლებად იქცა.
აქამდე ითვლებოდა, რომ სატურნის რგოლები მზის სისტემის ფორმირების დროს პირველადი მატერიისგან შეიქმნა.