„შავი ხვრელი“ სამყაროს ყველაზე კაშკაშა გალაქტიკას ანადგურებს

ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა სამყაროს იმ ნაწილში, რომელზეც დედამიწიდან დაკვირვება შეიძლება – მელისა ჰოგენბუმი კატასტროფას განიცდის და მალე მან შეიძლება არსებობა სულაც შეწყვიტოს.
ჩილელი ასტრონომების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ გალაქტიკას მის ცენტრში მდებარე „შავი ხვრელი“ ანადგურებს.
მელისა ჰოგენბუმის გალაქტიკა გასულ წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწიდან 12,5 მილიარდი შუქის წლით არის დაშორებული. „შავი ხვრელი“ გალაქტიკის მთელ მატერიას, მათ შორის გაზს იწოვს. სწორედ ამ პროცესების დროს ინერტული გაზი კაშკაშა ხდება, რის გამოც გალაქტიკა, რომლის ნომერია W2246-0526, იმაზე მეტად კაშკაშაა, ვიდრე 300 ტრილიონი მზის მსგავსი ვარსკვლავი.
ასტრონომების მონაცემებით, მელისა ჰოგენბუმის გალაქტიკაში უზარმაზარი ენერგიაა. მეცნიერები მას უშველებელ ჩაიდანს ადარებენ, რომელსაც ცენტრიდან ბირთვული რეაქტორი აცხელებს. ამ დროისთვის მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, „ჩაყლაპავს“ თუ არა „შავი ხვრელი“ ამ გალაქტიკას მთლიანად, თუ ის ნაწილობრივ განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები