ვინ შეავსებს პოლიტიკურ რესურსს?
გლობალური და ლოკალური პოლიტიკური გამოწვევების პირობებში, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა რესურსი წარმოადგენს.
იმისათვის, რომ ქვეყანაში ამაღლდეს საზოგადოების ეკონომიკური აქტივობა, პოლიტიკური ნდობა, ცენზისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მასშტაბები, საზოგადოება საჭიროებს ახალ პოლიტიკურ გარემოს და ახალ პოლიტიკურ რესურსს.
ახალი პოლიტიკური რესურსი განხილული უნდა იქნას ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა რესურსის საფუძველზე და ისეთი ძირითადი ინიციატივებით, როგორიცაა:
- საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის პროგრამები;
- მმართველობითი გარემოს ტრანსფორმაციის ტექნოლოგიები;
- პოლიტიკური გარემოს ანგარიშვალდებულების ზრდის მექანიზმები;
- დასაქმების სახელმწიფო პროგრამები;
- სოციალური კეთილდღეობის პროგრამები და გეგმები;
- ეკონომიკურად ევროპული ქვეყნის შექმნის ხელშემწყობი ინიციატივები და სტრატეგიები;
საქართველოს საზოგადოებამ იცის, რომ პროგრესული და ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის საჭიროა:
- რეფორმების გამტარებელი ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირება;
- ეკონომიკის განვითარებისა და მძალვრი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების უნარის მქონე ახალგაზრდა პოლიტიკოსების მხარდაჭერა;
- საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო რესურსისა და პლურალისტური საზოგადოების კოორდინაციის უნარის მქონე მმართველების როლის ზრდა;
- ახალგაზრდა ინტელექტუალთა და მეცნიერ-მკვლევართა როლის ზრდა;
- რესურსამოწურული პოლიტიკური გარემოს „ვიტამინიზირება“ ახალგაზრდა, „პოლიტიკურად სუფთა“ მეცნიერ-მკვლევარებით გამდიდრება;
საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის არსებული პოლიტიკური რესურსის შესაძლებლობების ზღვარი და პოტენციალი (შედეგებიდან გამომდინარე). ამასთან, გლობალური და ლოკალური გამოწვევებიდან გამომდინარე, ქვეყანა საჭიროებს ახალ პოლიტიკურ რესურსს, რევოლუციურ რეფორმებს , ახალ სტრატეგიებსა და პროგრამებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს საზოგადოებას გააჩნია აუთვისებელი რესურსი და გამოუყენებელი პოლიტიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ შექმნას:
- მძლავრი სახელმწიფო სისტემა და პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება მეცნიერ-მკვლევარის რესურსსა და პროდუქტიულობაზე;
- განათლების დონისა და პროფესიული პროფილის შესაბამისი კარიერული წინსვლის გარემო;
- ინოვატორული მმართველობისა და პასუხისმგებლობის (შედეგებზე) პროფილის მქონე სახელმწიფო სისტემა;
- ქარიზმატული და სტრატეგიული აზროვნების მმართველობითი გარემო;
რესურსამოწურულ პოლიტიკურ სივრცეში, დამკვიდრებული სტერეოტიპი – მოქალაქის („პატრონის არ მქონე“) არსებობა ქვეყანაში ასოცირებულია : უმუშევრობასთან (უმუშევრობა – არაპროფესიონალიზთან და არაკვალიფიციურობასთან?!), იძულებით ემიგრაციასთან, უთანასწორობასთან, სოციალურ პრობლემებთან, დაბალი შრომის ანაზღაურებასთან, წინასწარ განსაზღვრულ უიმედო მდგომარეობასა და გაურკვეველ მომავალთან.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო საჭიროებს:
- მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ აქტივობებს;
- მეცნიერ-მკვლევარების პროექტებს, რომელიც არ იქნება „პოლიტიკური ამბიციით“ იგნორირებული;
- მდგრადი ეკონომიკური და სოციალური სისტემის აგებას. ხელისუფლების პირველი პირების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს არა მძლავრი პოლიტიკური სისტემის შექმნა, არამედ მძლავრი სახელმწიფო სისტემის ფორმირება;
- არა მხოლოდ სახელმწიფო რეფორმების შემუშავებასა და სტრატეგიების შექმნას, არამედ მისი განხორციელების „ძალას“, დაფუძნებულს შედეგებისა და შესრულების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე;
- ახალი პოლიტიკური ძალის წარმოჩენას, რომელიც ინტელექტუალებითა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებით იქნება დაკომპლექტებული;
- საქართველოში, დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობის აქტივობის ზრდის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას, იმისათვის, რომ „პოლიტიკური მხსნელისა და კეთილდღეობის მოლოდინში“ არ იყოს ორიენტირებული იძულებით ემიგრაციაში გადახვეწაზე;
საქართველო საჭიროებს ახალ პოლიტიკურ ძალას
გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია ახალი პოლიტიკური რესურსით, კანონებით, რეფორმებითა და მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნით. ამისათვის, ქართული პოლიტიკური სივრცე უნდა დაკომპლექტდეს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებით.
ახალი პოლიტიკური ძალის ნდობა. პირი, რომელიც კარიერული ზრდით ანგარიშვალდებული არ არის არცერთ არსებულ პოლიტიკურ ძალასთან, ბუნებრივია მისი საკადრო პოლიტიკა და მმართველობითი გადაწყვეტილებები იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური. ბუნებრივია, მაღალია ასეთი პირის საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკური სიტყვის ფასი.
შესაბამისად, ახალი პოლიტიკური რესურსი არის წინაპირობა იმისა, რომ:
- გაერთიანდეს საზოგადოება ;
- დასრულდეს პოლიტიკური შფოთვები და დისფუნქციური შედეგების პოლიტიკური გაურკვევლობა;
- აღმოიფხვრას უთანასწორობა;
- გაიზარდოს პოლიტიკური ნდობა სამოქალაქო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით (თუნდაც ეს თანამშრომლობა არასასიამოვნო იყოს);
- პოლიტიკური ძალაუფლების ტექნოლოგიას სარგებელი მოჰქონდეს საზოგადოების ყველა წევრისათვის;
- დაბრუნდეს ოკუპირებული ტერიტორიები;
ქვეყანაში დამკვიდრებული ტენდენციით, ყოველი ახლად დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის „პირველი სიტყვებია“ კონკრეტული დარგის რეფორმის, სისტემის ცვლილებისა თუ ახალი პროგრამის შექმნა და მომავალში წარდგენა. თუმცა, ამავე ტენდენციებზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციურ რეფორმებს ევოლუციურ ფორმებს ამჯობინებენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ იმედებს იძლევა.
ფაქტია, რომ ეკონომიკურად ევროპული დონის ქვეყნის შექმნისათვის არსებული ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური რესურსი, სტრატეგია და პროგრამები შესაცვლელია.
არსებითია აღინიშნოს, რომ საზოგადოების მიერ ახალი პოლიტიკური რესურსის შეფასება უნდა მოხდეს ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით, როგორიცაა:
- დაფინანსების ქართული წყაროები;
- პოლიტიკური რესურსის განათლების ცენზი, კონკრეტული დარგის ექსპერტული უნარები, პოლიტიკოსების სიტყვის დამაჯერებლობა, პოლიტიკური ხედვები;
- ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რეფორმების გატარების სიმამაცე, პრობლემების გადაჭრის ძალა და სტრატეგიული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა;
- საზოგადოების ერთიანობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის შესაძლებლობები;
- გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებზე რეაგირების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება;
ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს. ახალი პოლიტიკური ძალის შემოსავლები საჭიროა შეიქმნას მხოლოდ იმ პირთა შემოწირულობებით, რომელთაც მერკანტილური ინტერესების გარეშე სურს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში წვლილის შეტანა.
აღნიშნული პრეცედენტით, ახალი პოლიტიკური ძალა, იქნება „მუსიკის დაკვეთისა“ და დამფინანსებლისაგან დამოუკიდებელი, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული, მამულიშვილი პირების ნდობით აღჭურილი, განათლების ხარისხითა და შრომით შეიარაღებული. აღნიშნული უნდა განვიხილოთ ახალგაზრდა პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე, საზოგადოების კოორდინირებასა და ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობაზე.
გლობალური ინერციის პირობებში, საქართველოში, პოლიტიკური კონკურენცია უნდა წარმოებდეს:
- საქართველოს განვითარების სტრატეგიებით;
- ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის პროგრამებით;
- ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიებით;
- „ახალი პოლიტიკური სახეებით“ , იდეოლოგიური პროპაგანდით;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწმყობი პროგრამებით;
- ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების წარმოჩენის პროგრამებით;
- ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და გააქტიურების ხელშემწყობი პროგრამებით;
- ახალი ბაზრების წარმოჩენისა და ათვისების ტექნოლოგიებით;
- სიღარიბის მასშტაბების შემცირების ღონისძიებებითა და მექანიზმებით;
- დაფინანსების შიდა წყაროებისა და რესურსების წარმოჩენის ღონისძიებებით;
- პოლიტიკური პირების მიერ დამატებითი სახსრების მოზიდვის გეგმებით, ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობების წარმოჩენით;
დღეს, საზოგადოება ითხოვს გარემოს, სადაც დაფასდება ცოდნა, განათლება, ხარისხი, ცენზი, ინსტიტუციები, უნარ-ჩვევები. საზოგადოება საჭიროებს ტენდენციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს „პატრონის გარეშეც“ შეძლოს: კარიერული წინსვლა, პროფესიული ზრდა-განვითარება, პოტენციალის რეალიზება, პროფესიული კონკურენცია, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.
პოლიტიკურ არენაზე, პოლიტიკური კამპანიების პროგრამები უნდა შეფასდეს :
- კონცეფციით, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნას განსაზღვრული სახელმწიფოს განვითარების „ლოკომოტივი“, მამოძრავებელი დარგი, წინსვლის საფუძველი;
- „ეკონომიკური პოლიტიკის” ტრაექტორიით;
- არა იმ „იმედის მომცემი“ მოწოდებებით, რომ მოვლენ და საზოგადოებასთან ერთად შექმნიან სტრატეგიებსა და პროგრამებს, არამედ უნდა შეფასდეს შექმნილი სტრატეგიებითა და წარმოდგენილი პროგრამებით;
- არამხოლოდ ბიუჯეტის დახარჯვითა და რეგულირებით, არამედ ბიუჯეტის შევსების დამატებითი წყაროების მოძიების პოტენციალითა და გეგმებით;
- ქვეყნის აუთვისებელი რესურსების წარმოჩენით, ქვეყნის პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის სტრატეგიებითა და გეგმებით;
- არამხოლოდ კონკრეტული პროექტებისა თუ საერთაშორისო ვექტორების სუბიექტური შეფასებებით, არამედ არგუმენტირებული ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი მიდგომებით;
მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებული სახელმწიფო სისტემა, გულისხმობს გარემოს, სადაც :
- პროფესიონალსაც და არაპროფესონალსაც ექნება შრომაში ჩართვის შესაძლებლობა;
- სამთავრობო მართვა და კონტროლი განხორციელდება საზოგადოების სამივე სექტორის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ);
- შეფასდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შედეგები;
- გარანტირებული იქნება ხელისუფლების სისტემის რეგენერაცია;
- უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ეკონომიკური აზროვნებისა და აქტივობის ზრდა;
- გაიზრდება სიტყვის ფასი;
- შესაძლებელი იქნება სახელმწიფო გამოწვევების გადაჭრა ადგილობრივი რესურსებით (საკადრო, ფინანსური, ორგანიზაციული);
ჯამში, ახალი პოლიტიკური გარემო თავისუფალი გახდება ნეპოტიზმის, „ვინ ვის იცნობს ფაქტორის“, პრივილეგირებული კლასის“ თუ „პატრონის მქონე“ პირთა გავლენისაგან .
დასასრულს, საკითხის შეჯამების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია აუთვისებელი პოლიტიკური რესურსი, აუთვისებელი ეკონომიკური რესურსი, აუთვისებელი საკადრო რესურსი, აუთვისებელი სამეცნიერო რესურსი. აღნიშნული რესურსების ათვისება მიზეზშედეგობრივ კავშირშია ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსა და განვითარებული ქვეყნის შექმნასთან.
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე