ახალ 20 და 50-ლარიანებს მიმოქცევაში დღეიდან ჩაუშვებენ
განახლებული 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან ჩაეშვება.
ახალი ბანკნოტები ძველთან ერთად იქნება მიმოქცევაში.
რაც შეეხება განახლებულ 100-ლარიანს, ის მიმოქცევაში წლის განმავლობაში ჩაეშვება. ახალი ბანკნოტები ზომით ძველზე დიდი და ფერადია. ბანკნოტები მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და, ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით არის დაცული.
ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დღეს განცხადების გავრცელებას გეგმავს.