ლარი მცირედით გამყარდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4719 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4719 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.4971 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0252 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6991 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ დაწესებული კურსი 2.7206 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები