ნოდარ ხადური: სერიოზული პრობლემაა, რომ, ზოგადად, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია

სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგადასახადო კანონმდებლობა მიდის იმ მიმართულებით, რომ ხელს უწყობდეს დაზოგვას.
“თუნდაც ის, რომ ჩვენ მოგების გადასახადზე გადავდივართ, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ თუ მოგება გაუნაწილებელი იქნება, ის არ დაიბეგრება. ამით ლარში გაიზრდება დანაზოგები. მართლაც, სერიოზული პრობლემაა ის, რომ, ზოგადად, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია. სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები